სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და განსაზღვრა პოზიციები სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირება ორშაბათს ექნებათ

