აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოვლენილი იმ პირების მიმართ, ვინც მოუწოდებდა და აქეზებდა მოქალაქეებს არეულობისკენ” – მოჰსენ ეჯეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს ხელმძღვანელი მოჰსენ ეჯეი პლატფორმა X-ზე წერს “ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოვლენილი იმ პირების მიმართ, ვინც მოუწოდებდა და აქეზებდა მოქალაქეებს არეულობისკენ, ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ორაზროვანი განცხადებებით პროვოცირებდა ხალხს”.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ამასთან, დღეს ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. მედიის ცნობით, დემონსტრაცია თეირანის ცენტრში, ენქელაბის მოედანზე ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება. IRNA-ს ცნობით, აქციის გზავნილი იქნება „მეამბოხეებისა და შეიარაღებული ტერორისტების ქმედებების დაგმობა“.

იტვირთბა....