უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.

