“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის გაიტაცეს და ორი დღე თვალახვეული ატარეს.
მისივე თქმით, ის საქრთველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
“არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიკაცია. დღეს ვარ ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დღეს მინდა ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ – რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ აირზენას თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში…
[…]გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ყველა დეტალს გამოძიებას შევატყობინებ, იმიტომ არა, რომ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებას დავანახოთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ… წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

