ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, დასავლეთის და არა “დიფ სთეითის”. ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, დასავლეთის და არა “დიფ სთეითის”. ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული.

ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ დიფ სთეითის, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს.
ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე — იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....