გამოცემა Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები წამოაყენა.
ომის დასასრულებლად პუტინი წერილობით დასტურს მოითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და დასავლეთი მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა გულისხმობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ალიანსში არ უნდა გაწევრიანდნენ.
“პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – აცხადებს რუსი მაღალჩინოსანი Reuters-სთან.

