აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, სადაც საქართველოზა საუბარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც რუსეთს გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს.
“რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.
საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი მიზნად ისახავს ქვეყნის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” მთავრობამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში”, – წერია ანგარიშში.
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია სრული აბსურდია და დაამატა, რომ აშშ-ში “დიფსთეითის” გავლენა ძალიან იზრდება.