ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს

მოქალაქე, ნინი ქემაშვილი წერს, რომ პოლიციამ მისი ძმა, უჩა ქემაშვილი დააკავა.

“ჩემი ძმა დააკავეს… კორპუსიდან ვუყურებდი და 25 ადამიანი 1 კაცს გამოყვა… რომ ჩავედი პასუხიც არ გამცეს რის გამო აკავებდნენ”, – წერს ნინი ქემაშვილი.

უჩა ქემაშვილი დღევანდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას. ის მოქალაქეებს ალუჩას ურიგებდა.

მოგვიანებით, ნინი ქემაშვილმა ახალი პოსტი დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უჩა ქემაშვილი “ქართული ოცნების” დროშას წვავს:

იტვირთბა....