26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
მერაბ კოსტავა დღეს 86 წლის გახდებოდა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.
ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

