“ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას.
“ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ”– ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება.

