ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმა.
ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.
ლიეტუვის ახალი დადგენილება შეეხება:
. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.

