ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შეძრული ვართ დილით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმით. ისრაელი არასდროს დანებდება ტერორს” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი  ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ისრაელი არასდროს დანებდება ტერორს.

“შეძრული ვართ დილით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმით, რომლის შედეგადაც ვაშინგტონის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
ისრაელის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან – განსაკუთრებით ახლა. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ამერიკის შესაბამის უწყებებთან.
ისრაელი არასდროს დანებდება ტერორს”, – დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე,  შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლა და მოკლა.

იტვირთბა....