ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის დაასრულოს ომი, თუმცა ამისთვის ის გარკვეული პირობებს ასახელებს.
“მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას.
ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში,
“ჰამასი” დაყრის იარაღს,
გადადგება ხელისუფლებიდან,
მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან.
ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან ერთად, ისრაელის პრემიერმა ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც აშშ-ს კომპანიების მიერ ღაზაში საკვების გამანაწილებელი პუნქტები გაიხსენა და მათ დაცვას ისრაელი უზრუნველყოფს.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ჰამასის მიერ გატაცებული ტყვეებიდან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია და დასძინა, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, ჰამასის ლიდერი მოჰამედ სინვარი მოკლა.

