აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, “ოქროს გუმბათის” პროგრამის დაწყება დააანონსა.
ტრამპის თქმით, პროგრამას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება და “ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული პროგრამის ღირებულემა 175 მილიარდი დოლარს შეადგენს.
“ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ შესაბამისი არქიტექტურა ამ უახლესი სისტემისთვის, რომელიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს განალაგებს ხმელეთზე, ზღვაში და კოსმოსში. მათ შორის, კოსმოსური ბაზირების სენსორებსა და გამანადგურებლებს. […] დასრულების შემდეგ, ოქროს გუმბათს შეეძლება რაკეტების განადგურება, მაშინაც კი, თუ მათ მსოფლიოს მეორე ბოლოდან, ან, თუნდაც კოსმოსიდან გაისვრიან” – ამბობს ტრამპი.
პირველადი შეფასებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 175 მილიარდი დოლარია, თუმცა კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა თქვა, რომ მხოლოდ კოსმოსური კომპონენტი შეიძლება 524 მილიარდი დოლარი დაჯდეს.
პირველი ეტაპისთვის უკვე გამოყოფილია 25 მილიარდი.