ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირი “რადიო თავისუფლებისთვის” 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს გამოყოს ფულადი დახმარება “რადიო თავისუფლებისთვის”, რომელიც 5.5 მილიონ ევროს შეადგენს.

კალასის თქმით, ფინანსები გამოყენებული იქნება “რადიო თავისუფლების” შეუფერხებელი მაუწყებლობისთვის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანების მიხედვით, სხვადასხვა სააგენტოებს ფუნქციონირება ეზღუდებათ, სადაც “რადიო თავისუფლებაც” მოხვდა.
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “რადიო თავისუფლებამ” აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.

იტვირთბა....