მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ პროცესზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა.
ნიკა გვარამია სხდომაზე ასაბუთებდა, რომ იდენტური ფორმულირების მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და ის მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. სწორედ ამ საფუძვლით ითხოვდა ის მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას.
ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი და აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.