ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი. შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლა არარსებულის ლეგიტიმაციაა” – ნიკა მელია

რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი. არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა და დადგა დრო, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

6 დღეში 26 მაისია – ისტორიული მნიშვნელობის დღე, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა.
პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა – რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში სახელად – ადგილობრივი არჩევნები, ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს.
მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ბოლომდე ღირს, ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია.
აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი – არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური არ თანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაფართოება არის გეგმა.” – აცხადებს ნიკა მელია.

იტვირთბა....