მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გრძნობა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს საკუთარი და ბუნებრივი ევროპული მომავალი, ხალხში ღრმად არის განმტკიცებული“.- სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ისინი აშკარად რუსეთის მითითებებს ასრულებენ ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, რომ დაეწყოთ ეს ხისტი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართველებისთვის ბუნებრივი არ არის.“
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში დარჩეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.
„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, – ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში დარჩეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.
„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

