ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დანია უკრაინას დაახლოებით $628 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება ჯამში დაახლოებით 628.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

გრძელვადიანი დახმარების პაკეტი, რომელიც 2025 წლიდან 2028 წლამდე არის დაგეგმილი, დანიის უკრაინის ფონდის და EU-ს ევროპის მშვიდობის ფონდის მიერაა დაფინანსებული.

დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინას დამატებით საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადაეცემა. ამასთან ერთად,  დანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობასაც გადასცემს.

იტვირთბა....