ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები პუტინს; შემდეგ ზელენსკის“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ TRUTH-ზე წერს, რომ ორშაბათს, ჯერ პუტინთან, შემდეგ კი ზელენსკისთნ სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს და ვაჭრობა. შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანას. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!!!“, – აღნიშნავს ტრამპი.

იტვირთბა....