ირაკლი კობახიძე, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას, მიწვევით ჩავიდა.
სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

