CNN-ის ცნობით, ამ წუთებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგნელები ერთმანეთს ხვდებიან.
უკრაინულ გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვება.
ეს ომის დაწყებიდან პირველი პირისპირ შეხვედრაა.

