უცხოური მედიის ცნობით, ზელენსკი, თურქეთში, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, თურქეთში ჩამოსვლამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის ვლადიმერ პუტინს პირისპირ იწვევდა, თუმცა ზელენსკის მოწოდების მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

