ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს – მედია

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს.

თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს გაგზავნის. გარდა ამისა, ტრამპის თქმით, მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.

თუმცა გუშინ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი მას შეუძლია ომის დასრულება, თურქეთში ვიზიტის შესახებ იფიქრებდა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

რაც შეეხება რუსეთს, დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.

რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი,თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.

 

 

იტვირთბა....