ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ვიზიტზე ვიფიქრებ” – ტრამპი

არ ვიცი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავა თუ არა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის თქმით, თუკი მას შეუძლია ომის დასრულება, თურქეთში ვიზიტის შესახებ იფიქრებს.

“არ ვიცი, პუტინი ჩავა თუ არა თურქეთში. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია…მე არ ვიცი იქნება თუ არა პუტინი იქ, თუ მე არ ვიქნები. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ თურქეთში ვიზიტის შესახებ ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი”,– განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.

ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევდა, თუმცა ყველანაირი წინაპირობების გარეშე. ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 15 მაისს, თურქეთში, ის პირადად დაელოდება პუტინს.

იტვირთბა....