ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინასთან „პირდაპირი კონტაქტისთვის” ემზადებიან, თუმცა არ ამბობს, ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლი უმასპინძლებს უკრაინულ მხარესთან „პირდაპირ კონტაქტს“ .

“ჩვენი წარმომადგენლები ამ კონტაქტისთვის ემზადებიან. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტი შედგება და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ პიარისთვის, რასაც მრავალ დედაქალაქში ენთუზიაზმით ეწევიან“, – ამბობს რიაბკოვი.

მან არ დააკონკრეტა, პირადად ჩავა თუ არა პრეზიდენტი პუტინი სტამბოლში;

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პირადად ჩავა თურქეთში ხუთშაბათს, 15 მაისს, მაგრამ პუტინის გარდა რუსეთის არცერთ წარმომადგენელს არ შეხვდება.

იტვირთბა....