Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში ჩავლენ, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.
ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევდა, თუმცა ყველანაირი წინაპირობების გარეშე. ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 15 მაისს, თურქეთში, ის პირადად დაელოდება პუტინს.

