“დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს” – საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე პლატფორმა X-ზე წერს, რომ ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის კიევისკენ მიმავალ მატარებელში ყოფნის კადრებში მაგიდაზე უბრალო ხელსახოცი დევს.
“როდესაც ევროპული ერთიანობა მიუღებელი ხდება, დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს” – ნათქვამია განცხადებაში.

