უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქში სამოქალაქო სატვირთო მატარებელზე დრონით იერიში მიიტანა, შედეგად დაშავდა მატარებლის მძღოლი.
გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, რუსეთმა გასულ ღამეს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევი, სუმი, ზაპოროჟიე, ოდესა, ხერსონი და სხვები დაბომბა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერდნენ როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.
ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევბდა, თუმცა ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის პირადად დაელოდებოდა პუტინს.

