ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამ“ არხზე წერს.
“მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“ – აცხადებს ზელენსკი.

