ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„შევთანხმდით, რომ 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისს უნდა ამოქმედდეს; რუსეთისგან მოვითხოვთ, დათანხმდეს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ სიტყვის გამოსვლისას თქვა, რომ ევროპელი ლიდერები ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რუსეთისგან კი თანხმობას ითხოვენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, ორშაბათს, 12 მაისს უნდა ამოქმედდეს. ჩვენ ამას რუსეთისგან, ერთად ვითხოვთ. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს პირობების გარეშე“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, კიევში გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ.

იტვირთბა....