გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ.
კიევის რკინიგზის სადგურზე ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა დახვდნენ.
„დღეს დატვირთული დღე იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. უკრაინაში ოთხ ევროპელ ლიდერს, „მდგრადთა კოალიციის“ ლიდერებს ვუმასპინძლებთ. ამიტომ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველით, ევროპული სოლიდარობისა და უკრაინის მხარდაჭერის შემდგომ განმტკიცებას ველით“, – განაცხადა სიბიჰამ.