ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოფშორული სკანდალის ფონზე კამერონმა ბოლო 6 წლის საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

ოფშორული სკანდალის ფონზე დეივიდ კამერონმა ბოლო 6 წლის საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა.
ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, როდესაც პრემიერ–მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯით დეივიდ კამერონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონი არ დაურღვევია.
დოკუმენტების თანახმად, მან მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 76 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გადასახადი გადაიხადა.
დეკლარაციის გამოქვეყნება დეივიდ კამერონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი მამის ოფშორული კომპანიაც მოხვდა. გუშინ პრემიერ–მინისტრტის რეზიდენციასთან და სასტუმროსთან, სადაც კონსერვატიული პარტიის ყრილობა მიმდინარეობდა, კამერონის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.

იტვირთბა....