გუშინ სოფელ კირბალასთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული, 44 წლის ეროსი თაყაძის ოჯახს ამ დრომდე მხოლოდ თავად გატაცებული დაუკავშირდა.
თაყაძის დედის თქმით, მას საკუთარმა შვილმა დაურეკა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა დამატებით სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
გატაცებულის ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია. როგორც ისინი განმარტავენ, რუსი ოკუპანტები გადმოვიდნენ საზღვარზე და მისი გატაცება ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.
მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფისთვის.