უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებზე იერიში მიიტანა.
გასული ღამის მანძილზე, რუსეთი თავს დაესხა უკრაინის სამ ქალაქს.
არსებული ცნობებით, თავდასხმების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს ერთი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან გამოთქვა მზაობა ხანგრძლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პუტინის მხრიდან არანაირი დადებითი ქმედება არ ჩანს, გარდა ახალი შეტევებისა.
შეგახსენებთ, პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელსაც, მისი თქმით, 8-10 მაისამდე უნდა ემოქმედა.