ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს, მას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....