ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო, – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2025 წლის 11 იანვარს პირველ ჯერზე სწორედ სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ ის მალევე გამოუშვეს, შემდეგ კი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო, მეორედ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

იტვირთბა....