აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი უსაფრთხოების ძალები აღმოსავლეთ თეირანში მოკლული დემონსტრანტების ოჯახებს თავს დაესხნენ

ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი უსაფრთხოების ძალები აღმოსავლეთ თეირანში, მოკლული დემონსტრანტების ოჯახებს თავს დაესხნენ – ინფორმაციას Iran International ავრცელებს და წერს, რომ რეჟიმის მართულმა ძალებმა დაშინების მიზნით რეიდები ჩაატარეს, იყო სროლა და სახლების ძარცვა.

წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ მოკლულთა ოჯახებს უბრძანეს, შეეგროვებინათ ცხედრები და რაც შეიძლება სწრაფად, ჩუმად დაეკრძალათ. მათი ცნობითვე, ოჯახებს დააკისრეს საბრძოლო მასალის საფასურის გადახდაც, რომლითაც მათი ახლობლები დახოცეს.

იტვირთბა....