ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად აირჩია

ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად აირჩია.
 დღეს, 6 მაისს, განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე მერცის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 325 დეპუტატმა დაუჭირა.
მერცს კანცლერად არჩევისთვის მინიმუმ 316 ხმა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მერცის კონსერვატიულ ბლოკი და მისი კოალიციური პარტნიორი ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) ბუნდესტაგში ჯამში 328 ხმას აკონტროლებენ, დღეს გამართულ პირველ კენჭისყრაზე მერცის კანდიდატურა ჩავარდა, რადგან მას მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იტვირთბა....