კონსერვატორმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.
კენჭისყრაზე მან 316 ხმის ნაცვლად მხოლოდ 310 მოიპოვა.
საკონსტიტუციო წესების მიხედვით, ბუნდესტაგს ახლა 14-დღიანი ვადა აქვს, რათა მერცი ან სხვა კანდიდატი კანცლერად აირჩიოს.
კენჭისყრის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა, თუკი საბოლოოდ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღწევა, კანდიდატის დამტკიცება უმრავლესობის გარეშეც შესაძლებელია.

