ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოეთში ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კარალას შტატში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ცნობით, 200 -ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ჩავიდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. პიროტექნიკის გამოყენება ინდური ფესტივალისთვის იგეგმებოდა. მომხდარის შედეგად ტაძარი სრულად განადგურდა.

იტვირთბა....