ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილია მას დაახლოებით 7 ტყვია ესროლეს, რომლიდანაც 2 ქვედა კიდურის არეში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით სროლა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინვე მოხდა დაჭრილის ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების დაკითხვა. წინასწარი ინფორმაციით დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმთა სამინისტროში მომხდარს პირადი ხასიათის კონფლიქტს უკავშირებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია მანქანა, საიდანაც პოლიციელს ესროლეს.
იტვირთბა....