დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 9 მებრძოლი, სამი კი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, გარდაცვლილთა ახლობლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.
სოზარ სუბარის თქმით, სიმბოლურია, რომ გმირების დასაფლავება 9 აპრილს დაემთხვა.
“დღეს 12 გმირს მივაბარებთ მიწას. 43 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ პროცესი გრძელდება, კიდევ 208 მებრძოლი არის გადმოსასვენებელი, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ წელს კიდევ გაიხსნება ახალი სამარხები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
1993 წლის სექტემბერში თვითმფრინავის აფეთქების დროს დაღუპული მებრძოლები ბაბშერას სამარხიდან გადმოასვენეს.
იტვირთბა....