ფარულ ჩანაწერებზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებენ. დღეს ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ წარდგენილ ბრალზე საქმის მასალები გადასცეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კადრების ჩაწერასთან კავშირს უარყოფს. მას ედავებიან, რომ, თითქოს, ის ავალებდა ამა თუ იმ პირის ჩაწერას, რასაც კატეგორიულად უარყოფს. გარდა ამისა, უკანონოდ თუკი ჩაიწერა ვინმე, ეს მუხლი ამნისტირებულია და ბუნებრივია, ამ მუხლს ვერ წაუყენებდნენ და ახლა უბრალოდ ცდილობენ, რომ რამენაირად გამოსავალი მონახონ. მას ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ მის დაკავებაზე მიდიოდა მუშაობა,“ – აცხადებს ვაჟა ლელუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.
ფარულ ჩანაწერებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს გიორგი ყიფშიძეც.
როგორც მისი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი, ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს.
იტვირთბა....