აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში აზერბაიჯანი–ირანი–რუსეთის როლთან ერთად, აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე საუბრობს.
განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
თავად რუსეთი კი რეგიონში ვითარების გამწვავებაში თურქეთის ფაქტორს ხედავს.
ტელეკომპანია Россия-თვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ “ანკარა, მხარეების დამშვიდების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამს”.
იტვირთბა....