ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
„თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, – ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელებს” მარიამ გაბროშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა უთხრა, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.
ცნობისთვის, თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

