ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 8 მაისს გაიმართება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. შემდეგი პროცესი 8 მაისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა. ბესელია მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის დაკავების დეტალებს ყვებოდა და ამტკიცებდა, რომ აკრძალვის მიუხედავად, ის სტიკერებს მაინც აკრავდა და პოლიციას “სიტყვიერ შეურაცხყოფას” აყენებდა.

გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.

იტვირთბა....