“რუსეთის კიევზე დარტყმებით კმაყოფილი არ ვარ. ეს არაა საჭირო და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ!”– წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გასულ ღამით, რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია. არსებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი.