ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რომ მედიის თქვენნაირი წარმომადგენლები არიან საქართველოში” – აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელსაც საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, პრესკონფერენციას მართავს, სადაც მან მადლობა გადაუხადა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი აქტიურად გაშუქების გამო.

მოგესალმებით გაბედულ, მამაც ჟურნალისტებს. დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რომ მედიის თქვენნაირი წარმომადგენლები არიან საქართველოში ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს.

მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და აფგან მუხთარლის, რომ მხარდაჭერა არ დაიშურა ჩემთვის.
საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი კობახიძის დავალებით.
უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება, აფგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან.
აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე პიკს აღწევს.
აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე, როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით მემუქრებოდნენ.
ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა. კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა.
სამწუხაროდ, დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან.
პარტიას „ქართული ოცნება” რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა” – განაცხადა სადიგოვმა. (ტექსტი:”პუბლიკა”)

შეგახსენებთ, აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ექსტრადიციის მიზნით დააკავა, ის  აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა.

დაკავების შემდეგ სადიგოვმა შიმშილობა გამოაცხადა და მან 161 დღე იშიმშილა.