ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რითიც მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

იტვირთბა....